გამარჯობა, მე ვარ მარიტა
ქოფირაითერი, რედაქტორი, წერილობითი კომუნიკაციების სპეციალისტი და ლექტორი.
10+ წელია ვთანამშრომლობ სხვადასხვა კომპანიასთან, ვმუშაობ სხვადასხვა სფეროში და ვეხმარები კლიენტებს იპოვონ თავიანთი ბრენდის ემოციური ტონი, შეისწავლონ აუდიტორიის ქცევითი თვისებები და გადმოსცენ სათქმელი ეფექტურად.
წლების წინ, გლობალურ ბაზარზე დაგროვებული ცოდნა ქართულ ბაზარზე შემოვიტანე და უკვე 6 წელია ვასწავლი ქოფირაითინგს ციფრულ აკადემიებში, ვატარებ ღია ლექციებსა და მასტერკლასებს უნივერსიტეტებში და ვმუშაობ დიდ კომპანიებთან, მათი შიდა და გარე წერილობითი კომუნიკაციების გაუმჯობესების ტექნიკებზე.
10+
90+
კმაყოფილი კლიენტი
წლიანი გამოცდილება
ჩემი ხედვა
სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ და შეუძლიათ როგორც, პროდუქტის გაყიდვა, ასევე ბრენდის სრულად ჩაძირვა. ამიტომ, სიტყვებთან სიფრთხილე და სტრატეგიული მიდგომა გვმართებს.
თითოეულ ჩემს პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი აუდიტორია არის და სწორედ ამას ვასწავლი ჩემს სტუდენტებსაც.
მჯერა, რომ თეორიული და პრაქტიკული მაგალითების კომბინაციით, სულ რამდენიმე კვირაშიც შესაძლებელია ქოფირაითინგის საბაზისო ტექნიკების ათვისება და წერილობითი კომუნიკაციის 10-ჯერ გაუმჯობესება.
ჩემი მიდგომები
ჩემი პირველი საავტორო კურსის შექმნის მოტივაცია ბრაზი იყო! ბრაზი იმისა, რომ უნივერსიტეტებში არ გვასწავლიან იმას, რაც რეალურ სამყაროში და რეალურ კლიენტებთან ურთიერთობაში გამოგვადგება.
გარშემო არაერთი არაჩვეულებრივი სტრტაპი, მცირე ბიზნესი და იდეა არსებობს და ჩემი სურვილია, თითოეულ ბიზნეს-მფლობელს ჰქონდეს წერილობითი კომუნიკაციის შესაბამისი უნარები, რომ ეფექტურად დაარეკლამოს და გაყიდოს თავისი პროდუქტი თუ მომსახურება.
ჩემი კურსები, როგორც წესი, მოიცავს თანამედროვე და უკვე კარგად გამოცდილი ტექნიკების კომბინაციას, თეორიულ მასალას, რომელიც გამყარებულია პრაქტიკული დავალებებით და ა.შ.